вторник, 7 апреля 2009 г.

შესხმა დროშის კურთხევის დროს.

(ჯარში წასვლის დროს წმიდის გიორგის ალამ დროშა მაკურთხებინა, და მოვახსენე ბაგრატს, მაგრამ დავითმა კი დამარბია; ამ დროშის წყალობა იყო).

 

 
“კვერთხი ძლიერებისა გამოგივლინოს შენ უფალმან სიონით, და უფლენდი შორის მტერთა შენთა” ფსალმუნი. 109,2 აჰა ესერა შენთანა მთავარ-მოწამე გიორგი დღესა ძლიერებისა შენისასა. უფალმან დაგიცვას, და დაგიფაროს ყოვლისაგან ბოროტისა, გაკურთხოს უფალმან ღმერთმან რომელმან ქმნა ცა და ქვეყანა. ხელი შენი მტერთა შენთა ზედა, უფალი ბრძოდეს შენ წილ, უფალი გიძღოდეს შენ, მარჯვენემან უფლისამან აღგამაღლოს შენ, და მარჯვენე უფლისა შეგეწიოს შენ. გარდამოგივლინოს უფალმან ღმერთმან ანგელოსი ძლიერი, ანგელოსი მცველი, და წინა-მძღომელი თქვენი. დასცეს და შემუსროს მტერი და მებრძოლი თქვენი, ვითარცა სენაქერემი დასცა, და გამოიხსნენ ისრაილნი, და ვითარცა დიდისა ვასილის ზე განდგომილი იგი ივლიანე დაეცა ძლევითა წმიდის მოწამის მერკვირისათა, ეგრეთვე დაეცეს მტერი იგი თქვენი, და ვითარცა მთავარ-მოწამემან გიორგი დასცა და მოსწყლა ვეშაპი იგი ეგრეთვე მისმა მხედრობითმა ძალმა დასცა მებრძოლი იგი თქვენი. გვასმინოს ძლევა-შემოსილება თქვენი, გვახაროს გამარჯვება თქვენი, მადლმა და სასწაულმა ცხოველისა ჯვარისამან, და ესოდენისა ერისა ლოცვამან და ვედრებამან ყოვლად კურთხეულისა ღვთისმშობელისა მადლითა. და გიძღოდეს მადლი ყოვლად-წმიდისა სულისა, ძეო მეფისაო ბაგრატ, შენდა მხედრობასა შენსა უკუნისამდე ამინ.

 წილკნელ-მანგლელ ყოფილის ამეროსისა.

  მეორე ქადაგება თელავის კარის საყდარს, ომარხანის ივრის პრიზედ ნიახურაზე ბრძოლისათვის უპÀ, 1808 ოქტომბერს დახიზნული ვიყავით.

  დასწერს წინასწარმეტყველთა შორის წარჩინებული, ირკგ გთხემვინი მეფეთა დავით, ფსალმუნსა, 17, <ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღვთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ, შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისა, და ღაღადება ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთ>. სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა, წმიდისათა, ამინ.

ღვთის მოყვარებით შემოკრებულნო უფალნო, და ქრისტიანობის შეჭირვებისათვის კედრებად განმზადებულნო სამღვდელნო, და საერონო!

მწუხარება და ჭირი კაცისა ხომ მრავალ-გვარი არის, რომელიმე ხორციელი, და რომელიმე სულიერი. აგრეთვე ამათ თავიანთი შესაბამი წამალი და მარგებელი რამ ნივთი თან შეუდგება, სულიერს შეწუხებასა, რომ კაცი სულისათვის ზრუნავდეს, და ცოდვისათვის წუხდეს, ამას წამლად ხომ მოძღვარი და სინანული შეუდგება, და ხორციელის მრავალის შეწუხებისა ხომ ერთად სნეულებაც ითქმის, ამას აქიმი და წამალი შეუდგება. ესეები ხომ ზოგი საიდუმლოთაც იქნება, და თვითოსა და თვითოს გვამისაც არის, მაგრამ დღეს ჩვენი ეს შემოკრებულების შეჭირვება, არც საიდუმლო არის და არც მხოლოდ ერთის გვამისაა. თავად ხომ სულ ქრისტიანობის შესაწუხებელი არის სადაც ხმა მისწვდება. მერმე საკუთრად უფრო ჩვენს საქართველოს ქვეყნისა და ერისათვის უფრო დასამძიმებელი შესაწუხებელი ჭირი არის, და მწუხარება, ამ ჩვენის შეწუხების წამალი, მომშველებელი სხვა ვერა მიპოვნია რა, ნუ გამიწყრებით უფროსღა ჩვენი მაღლა ბღავილი ღაღადება ტირილი და ვედრება არის ღვთისაÁ მიმართი, დღეს ჩვენი წამალიც ესე არის, შველაც ეს არის, შველაც ეს არის, ღონეც ეს არის, და სასოებაცა, ვითარცა ესევე წინასწარმეტყველი სხვასა ადგილსა დასწერს, 16, “ღაღად-ყვეს ჭირსა მათსა, და ურვათა მათთაგან იხსნნა იგინი” ეს ხომ თქვენც კარგად იცით ღვთისმოყვარენო, ამ ოთხის რითმე იქნება ქვეყანის შენება, განძლიერება, და მტრის დამდაბლება. ძალის მქონებელობითა და სიმხნითა, 2 ჯარის სიმრავლითა 3 ერთის პირის მქონებლობითა, და განმტკიცებითა, და 4, დიდძალის ხაზინისა, და სიმდიდრის შემძლებელობითა და ქონებითა, ეხლა ეს თქვენც გასინჯეთ, წილი გვიძევს ამაებში თუ არა გეწყინოს და აარა, მოგახსენებ: მაშ ჩვენი ისევ ღვთის-ვედრება ლოცვა და ღაღადება არის, მხურვალითა გულითა, ესე არის, და ამას უნდა მივენდვნეთ, ამისთვის კვალად იგივე წინასწარმეტყველი სხვასა ადგილსა დასწერს, ვითარმედ <გარე მომადგეს მე და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ>, გასინჯეთ, რომ ღვთის ვედრება და ღვთის სახელის ხსენება უფრო მშველელი და შემწე ყოფილა. მე დღეს ბოდიში მმართებს თქვენთან, სამ-ჯერ და ოთხ-ჯერ თქვენს პატიოსნებასთან, და ამ მაღალს ადგილს წარმოდგომისათვის. ამისთვისა, რომ მქადაგებელი, და მწყემსი თავისს ადგილს უნდა კადნიერებდეს, ვითარცა ისაია წინასწარ-მეტყველის პირით სული წმინდაÁ ბრძანებს, ნÀ, <ხმა ჰყავ ძლიერად, და ნუ რიდებ, ვითარცა საყვირმან აღიმაღლე ხმა შენი, და მიუთხრენ ერსა ჩემსა ცოდვანი მათნი. ვთქვა და ვითარ არა ვთქვა, რაღაც ცოდ-ვა მორეული დღეს აქამომდე სიცოცხლე გამომივლია, თვით თქვენც მრავალნი ჩემთან შემსწრებნი ბძანდებით, იმ ჩვენს მცირეს დღეებში რამდენს მწუხარებასა და ჭირს შევსწრებვარ, უწინდელის რა მოგახსენო! და ამ ჩვენ დროს არბაბობასა და აყრასა, და დამალვასა რაოდენისა ჭირითა, და მწუხარებითა, და მერმე ღვთის-გულის-წყრომისაგან ჭირსა და განჯას დანთქმითა, და გათავებითა, ამაში საშინელის მკალიისა, და საცოდავის სიმშილისა მწუხარებითა, და მერმე ეხლა შესაძრუწუნებლის დიდის ჭირისაგან რამდენის სულის ამოწყვეტითა, და ზოგის სახლისა სრულიად გაქრობითაცა, და კარის გამოგულვითა და დახშვითაცა, და ეს ხომ გუშინ ვინც კი გადარჩნენ ყრმანიც შეესწრნენ, უსჯულოს აღამამადხანისაგან რას დიდებით ცხოვრებულის ქალაქის დანთქმითა და დაწვითა, და ურიცხვის სულის დატყვევებითაცა. ესეები ხომ ამ მცირეს ჯამში ყველამ გამოვცადეთ და დავინახეთ, და ახლა უყურეთ, უყურეთ, მიხედეთ საყვარელნო, რა ღვთის-გულის-წყრომის დღე მოგვდგომია! უყურეთ რას ღაღადების განცხრომით, და ნიშნის მოგებით უსჯულონი, და ქრისტიანობის მტერნი ჩვენზედ უნდა ახაროს მაცთურმან მან ეშმაკმან. მაღლისა და ძლიერისა ხელმწიფისა, განმხნობილისა და განბრძნობილისა. ქვეყანაზე სახელ განთქმულისა, და მხდომთა და წინააღმდგომთა გულებთა სპა ჯარ ლაშქართ ზარისდამცემ შემრისხველისა მეფის ირაკლის შვილები, თავათ ხელმწიფე მამა პაპათ მრავლის ღვაწლით თავ დადებულს ქვეყანაზედ, ერთმანერთის ცილებით და წინააღმდეგობით ბრძოლას აპირებენ, და ერთმანერთს სამესისხლოდ დაეძებენ, ომი და ბრძოლა განუმზადებიათ. უსჯულოთა და თავიანთ მტრებს ახარებენ, და ორთა ხელმწიფეთ მშობელთ დარეჯანდედოფლისა,და გიორგი მეფის გული მწარის ცეცხლით უნდა ააგზნონ, და გაამწარონ, და სისხლის ცრემლით აატირონ! ვაჟო არ გესმისთ., ეს რა ამბავია? განიღვიძეთ საქართველოს ერნო! სამღვდელონო, საერონო, დიდნო და მცირენო, ღმერთი აღარავისა გვწამს? დავყრუვდით, დავბრმავდით არ გვესმის, ვეღარა დაგვინახავს რა? ჩვენი სასურველი ხელმწიფის სვილები, თუ ღმერთი გვწამს, რომელსაც ამაში, ღმერთმა ნუ გაგვაგონოს, დღე მოაკლდება და ამ სანატრელთ მსობელთ გულებს ცეცხლი მოეკიდება, ხომ ჩვენი დანთქმის დღეც მოიწევა, ხომ მეტრიც უფრო წამოდგება! აღარც დაგვინდობენ, სულ აგვაოხრებენ, და აგვიკლებენ, ეგების გიხაროდესთAვისმე და გამარჯვება გეგონოსთ? თუ კი რა ხანს ერთსაც არის ბატონის სვილებს ეზიანება, აბა რა მოოსათმენელი ცეცხლი იქნება ჩვენთვის იმისთანა დღე, არცარა სასიხარულო, არცარა სანუგეშოა, ჭეშმარიტად, და არცარა გასამარჯო, ამაზედ ნურავინ გამიწყრებით, თუ არ ჩვენი ამისთანა ლოცვა, ჩვენი ამისთანა ღვთის-ვედრება, ჩვენი ამისთანა ლატანია ღაღადება და ტირილი, რომ ღმერთმან ჩვენის ბატონის შვილებისა ურთიერთარს მშვიდობა, დაგება შერიგება, და სიყვარული ინებოს, და იმათ ის მტრებისა, და ჩვენზედ უსჯულოებით აღძრულის მებრძოლის დაცემა, დამარცხება, და იმათი შერცხვენა გავღირსოს, და ღვთის-მოწყალებისაგან იმედიც ასე გვქონდეს რომ, ისევ ის უსჯულონი რომელნიც გვეცინიან და ჩვენს ბატონის-შვილებს ერთმანერთს აბრძოლებენ, ისევ ისინი უფრო დაეცნენ, ღვთის-ძლიერმა ხელმა, და დიდის ხელმწიფის ჯარმა და იარანალებმა დაამარცხონ, და ჩვენს ჯარსა და ბატონის შვილებს მოწყალებით მიხედოს ღვთის-მოწყალების მადლმა, მშვიდობისა და ერთობის ხმა გაგვაგონოს, ვითარცა სათნოდ აღრჩეულისა თვისისა წინასწარმეტყველის დავითის პირით გვეხარება, " შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი სულგრძელ და დიდად მოწყალე. არა სრულად განრისხნესმ არცა უკუნისამდე ძვირის იხსენოს, არა ცოდვათა ჩვენთაებრ მიყოს ჩვენს, არცა უსჯულოებათა ჩვენთაებრ მომაგოს ჩვენ"

ღმერთმან პირველი ადამ მამა ჩვენი რომ დაბადა, საყვარელნო, არც მაშინ დაუბადებია კაცის ბუნებასა და გვამში მწუხარევა, და არც ახლა დაბადებს, არა ჭეშმარიტად, ნუ ირწმუნებთ, არც სიკვდილსა და არც ერთს რომელსამე მწუხარებასა, ღმერთი ბოროტსა, და ავს რასმე არცარას დაბადებს, და არცარას დაბადებს, და არცარას ინებებს. ამას დიდნი ღვთისმეტყველნი, და წმინდანი დაამტკიცებენ. მაგრამ ესეები რაც მოგახსენე, და კიდევ სხვაც მრავალი ვნებაები, და სიბოროტე რომ არ წუთს სოფელში არის შემოსული. ამ ორის საქმისაგან არის შემოღებული და შემოტანილი, ერთად იმავ პირველითგანვე ადამისა, და ევას ცდომისა მიერი არს შემოსული, და მეორედ ახლა თვით ჩვენისა ვნებისა, და სიბოროტისაგან შემოვა, და გაჩნდება, მწუხარება თუ სხვა რამ განსაცდელი, ან უმეცრებითა და უგუნურებითა, ან თავკედობითა, ან ამპარტავნებითა ანუ ჩვენის უღონოობითა და გაურჯელობითა და ან სხვით რომლითამე ჩვენის სიბოროტითა და ეშმაკის ნების შედგომითა. ვითარცა ამაზე წმიდაი იოანე ოქროპირი დასწრეს, რომ, ამ ოთხის მიზეზით მიეცემაო ამ წუთს სოფელსა შინა განსაცდეიი და შეწუხებაო. ერთი რომ პირველი ევას მიერის ცდომათა, და მიერითგან დაიწყება და მეორედ ესე რომ თავისის შეცოდებისაგანც შემოვაო მაგრამ ამას ოთხ სახედ დასწრეს და განჰყოფს. პირვლად არის რომელიმეო, რომ აქაც იტანჯებაო, ამსოფლიერად და იაქც იტანჯებაო საუკუნოსა მას. მეორედ ამისი პირდაპირი არის რომ არის რომ მაგისთანა ვინმე რომე არც ამსოფლიერად მიეცემა სატანჯველი და არც საუკუნოსა მას მაგრამ ღვთის მოსავი კაცი კი საიდუმლოდ ერთის რითმე სტანჯავს თავის თავსა, Aამისთვისა რომე ეშინიან ამ სოფელს ერთი რამ ჩემს თავს გარჯა არ მივეციო, არამც საუკუნოსა მას ტანჯვა მიმელოდესო, ორსავ სოფელს განსვენება თუ არ ეგებაო. მესამედ არის ვინმეო, რომ ამსოფლიერად დიდად განსვენებით იცხოვროსო, მაგრამ საუკუნოსა მას ძლიერი და დაუსრულებელი სატანჯველი მიელისო, და წარწყმენდას მიეცემაო. ვითარცა უნათლავთა, ურწმუნოთა და უღმრთოთა. და მეოთხედ არის ვინმეო რომ აქვე მიეცემა მწუხარება და სატანჯველიო, და საუკუნოსა შინა განხვენება მიეცემაო და ასე ღვთის მოწყალებისგან არისო, რომ იმ გვამს თუ მცირე და ცოტა რამ ცოდვის ლაქი და ვნება რამ სჭირსო, აქავ მიუშვებს ღმერთი იოვსავით განსაცდელსა და ვნებას რასმეო და საუკუნოსა შინა დაუსრულებელითა დიდებითა და სუფევითა სასუფეველსა შინა ადიდებს, ვითარცა წმიდა მოციქულიცა დასწერს, ვითარმედ "ჭირი მოთმინებასა შეიქმნს, ხოლო მოთმინება გამოცდილებასა და გამოცდილება სასოებასა". ხოლო სასოებამან არა არცხვინის ეს დიდი ღვთის მოწყალება, და სახიერება არის ღვთის მოყვარენო იმ გვამისათვის ვინც კი მოითმენს იოვსავით და წმიდას მთავარმოწამის ევსტათისავით და სხვანიც მრავალნი იყვენ იმისთანა ღვთის მოსავნი, რომ მოითმინეს და არ შეორგულდენ და არც უსახო იქმენ და მეც ამაზე პირველ სიტყვაშივე ბოდიში მოვითხოვე რომ მე ჩემს სამწყოში ამისთანა ბრძანება და კადნიერება, მაგრამ კიდევ ბოდიშით მოგახსენებ რომ კაცმა თავის თავზე მოწევნული განსაცდელი თუ ჭირი, თუ მწუხარება, თუ სიგლახე, თუ სნეულება უნდა ღვთის მადლობით მოითმინოს. მაგრამ ხელისა და ფეხის მოშვებით და ლეში განსვენებით არრა, არამედ ვითრცა გვამცნებს ეზდრას შინა მოხსენებული დაწერილი, ვითარმედ " ოდეს მოვიდეს დღე მწუხარებისა და იწროებისა უფროსღა ნუ მოუძლურდები, სულთითქვე, და სცნასადა იყავ, მაშინ შეგეწიო შენ " და ამაზე ვხედავთ ყოველნივე დღესა ამას შემოკრებისა მიზეზსა კეთილმორწმუნენო, რომე დღეს ესე დღე არსა გამცნობისა და არა მოუძლურებისა და დღე ესე Dდღე არს მღვიძარებით, შრომით, მხურვალის ცრემლითა და ღვთის ვედრებით, ლიტანიით, ღამის თევით, მარხვითა და ლოცვითა და ერთის რომლისამე სინანულისა, და თავის თავში აჩემებული ცოდვის მოკვეთით რომ ღმერთმან ჩვენი ვედრება შეისმინოს, შეგვიწყალოს, გვილხინოს, და ჩვენზედ აღძრული ეგოდენი უსჯულოთ მოსეული მძლავრება და სიქადული დააცხროს, განაქარვოს, დასცეს და დაადაბლობ ღვთის ძლიერმა სამართალმა და ჩვენზედ მოწყალებამან ღვთისამან. თუმცა დიაღ მრავალი განსაცდელი და სატანჯველი გამოიარა და გამოიცადა საქართველოს ერმა, ხომ გვახსოვს გამოვიარეთ და გამოვიცადეთ ნურც იმისათვის რასმე ვაყვედრებთ ღმერთსა, ნურც იმისთვის რასმე შემოვსწყრებით და დავემდურებით. მაგრამ დღეს ახლანდელი ამდენი შეკრებულობის და უსჯულოები მუქარა და ჩვენი ბატონის შვილებისა ამ უსჯულოებისგან მიმხრობა და შენჩემობის ჩამოგდება თუ დამირწმუნებთ უფრო სხვა დღე არის რაც მწუხარების დღეევი გამოგვივლია ეს იმ დღეებს არ ჰგავს. ყველამ თვალწინ წამოიყენეთ, შევრძწუნდეთ და შევშინდეთ და ჩვენი დასრულების დღე ასე მოვიგონოთ რომ ისე ჩვენი ხელმწიფის შვილი რომ იმათ მიამხრეს და მიიმარჯვეს და იმათ ჩვენზედ გაიმარჯვონ, ჰგონია ვისმე რომ, ან იმათ უერთგულონ, და ან ის დაინდონ, და ჩვენ ხომ რას განსაცდელს მივეცემით და არცარას იმ ჩვენს ბატონის შვილს დაუჯერებენ. ეს დაიჯერეთ რომე ეს ხატი აპატიოს ეს ჯვარი იპატიოს ან ეს დიდი კაცი ან მღვდელი ან ეპისკოპოსი ან ქალი და ვაჯი ან სასიკვდილოდ ან დასატყვევებლად, ეს ირწმუნეთ, რომ ამაებს არცერთს არას დაუეჯერებე, და ამაში რას განსაცდელებს მივეცით თქვენ ეს გასინჯეთ. წინა სიტყვაში იმათის ჯარის ქიზიყიდამ წასვლა ივრისაკენ რომ ამბავი მოგვივიდა ჩვენი ჯარი განემზადა და სიტყვაც მოგახსენე და აქედამ ჩვენი ბატონის შვილებიც წავიდნენ, დროშაც მაკურთხებინეს ამ ეკლესიაში და ძალისაებრ სიტყვა მოგახსენე და ახლა გუშინ მწუხრზე ეს ამბავი მოგვივიდა ხომ ყველამ მოისმინეთ. დღეს თუ ხვალ ერთად შეყრასა და შებმას აპირებენ რუსი ღენერალ-მაიორი გულაკოვი ვასილი და ლაზაროვი და ჩვენი ბატონის შვილები და იქითა მხარე ხომ ომარხანი დიდი მძლავრის ჯარით შებმას აპირებენ. ჩვენი ჯარი და ეს ჩვენი ბატონის შვილები ღვთის ვედრებას სასოებენ. და მაშ რა ვქნათ საყვარელნო რომ ამითაც არ მივლეშველნეთ, იმათი ხმალი, ძალი თავისგანწირვა, თავისგამეტება და შორიდამნ ზოგისგან ცოლ-შვილის გამოსალმება, ზოგისგან მამისა და დედისა, ზოგსგან საყვარელისა ძმისა და დისა და საყვარლის მცნობიდა და მეგობრისა და ზოგისაგან აჰა დღეს თოფისა და ხმლის გაჩარხვა და გამართვა, ჰა ჩემო ძალო და ღონევ შენ გაიმარჯვებ თუ იმათ ჩემზედ გაამარჯვებ და ზოგისაგნ ჯაჭვსა და ჩაჩკნის მაგრად შეჭურვა, ჰა ხმალი და ტყვია გაცხარებული გული დამიფაროს. ამ ჩემმა ჩაჩკანმა და ჯაჭვმა უმაგროსო. ამაში ვის გული უძრწის რომ დიაღ ძნელია სიკვდილის დღე და ფეხი უკან ედგება და ვის გული ეგზნება მოვაკლდე მადლობა ღმერთსაო, და თავის თავს აღარც თოფს არიდებს, აღარც ხმალსა და აღარც სიცოცხლე აგონდება.

ესეები ყველამ მოიგონეთ საყვარელნო და მივეშველნეთ ლოცვითა და ღვთის-ვედრებითა სიყვარულისთვის და ჩვენის მორჩენისათვისაცა, თორემ თუ ღმერთი გაგვიწყრა და გავიგონეთ ჩვენს ჯარს დაუმარცდაო, გასინჯეთ მე ვეღარას მოგახსენებთ, რა მოგვიხდება, რა დაგვემართება და სადა გვაქვს თავის შესაფარებელი ადგილი?! სხვა არა სადა ჭეშმარიტად, არავინ შემწე, არავინ მოწყალე, არავინ ნუგეში. აი რაა ჩვენი შემწე, წმიდაი ჯვარი, ძალი და საჭურველი და ჩვენის ჯარის მიმშველებელი აააი ჩვენი სასოება ღვთის-მშობელი მარიამ, დაიმისი ღვთის-შემწყნარებელი სარტყელი, და ააი თვით განმაცხოველებელი და სნეულთა მკურნალი ხატი წმიდა პირი ღვთისა იესოსი, და ამათ მიერ ძლევა შემოსილი მთავარ მოწამე გიორგი ბოჭორმისა და წმიდაი ნაწილი ამისი, აღვიღოთ ესენი ხელითა ჩვენითა, და დავრდომილთა მუხლითა წმიდანი ეკკლესიანი მოვიაროთ ლიტითა მხურვალითა, მრწამს ღვთის-მოყვარენო, რომე ამათმა ძალმა და საწაულმა ჩვენის ჯარის გამარჯვებაც გვასმინოს.

 ავასვენეთ ეს წმიდანი სათაყვანისაცემელი მოვიარეთ ლიტითა და ვედრებითა, და დღეს ოთხშაბათს წირვის დროს გამარჯვებაც მოგვივიდა, ომარხანი გაიქცა და ჯარიც მრავალი დაეცხო. ღვთის შეწევნით მადლობა და ქადაგება იყო ამავ საყდარში, <<

 საფუძველი ესე ვთქვი, და ზრახვა რომელი იზრახეს განვექარვა ღმერთმან: ეს რომ გავათავეთ სადილად ბატონის სძალს ეკატერინეს ვახლდით, და წამოვედით, შუადღისას საშინელის არეულობით გარედამ ბატონის გალავანში შემოიკრიბნენ საზარო გლოვა შეექნათ, ჯარი ისევ გამობრუნებულა, თუშებმა ცივზე ღორებს თურმე თოფი ესროლეს. ასე მწარედ შეშინებულნი ვიყავით. ვაი ჩვენი ბრალი!

  ქადაგება მესამე

აღმოხდეს ვარსკვლავი იაკობისაგან, და დასცნეს მთავარნი მოაბისნი, ხა წარმოსტყვნეს ყოველნი ძენი სეითნი, დასწერს წიგნსა შინა მეოთხესა მოსესა, თავსა 24, და 17. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

 კეთილ-მორწმუნედ აქა შემოკრებულნო მსმენელნო უფალნო! ჭეშმარიტებით ვიტყოდე და არა დავიდუმო, რა ცნობას მოველ თქვენთავ სიტყვის მოხსენებისასა. და ანუ თუ პირველ თქვენსა სხვას ადგილებშიაც ადგილი მქონია გლახაკის სიტყვის თქმისა. ეს თქვენც მოგეხსენებათ რომე, იმავ სიყრმითაგან შრომა დამიძს საქართველოს მეფეთ ვრძანებით, და უწმიდესთა პატრიარხთ ბრძანებით რაც შემძლებია, და ახლა უდიდებულესის ხელმწიფის ერთგულთ ბრძანებით.

მაგრამ ეს არ ვიცი მიზეზი თავ-დგმულებისა. რას ღირსებისათვის, და რას კადნიერებისათვის. და უმეტესად აწ ჟამსა ამას.

ხარისხით მაღალნი, ადგილით დიდებულნი, პატივით სავსენი და ღირსებით მოწონებულნი. ხოლო ჩვენ გლახაკნი და მდაბიოსა რასამე ადგილსა მიგდებული. არამედ ვინათგან იმავ სიყრმით სიყვარული თქვენი მაწვევს და ქრისტეს დარწმუნებული ტალანტი და თანამდებობა მაქვს, უნდა მოგახსენო, დაგიძახო და მოგაგონო ჩემთან შემსწრებნო უფალნო და საყვარელნო ვითარცა კვლავაცა მომიხსენებია. დღეს აქამომდე ქრისტეს მაგინებელთა უსჯულოთაგან საქართველოს ეგოდენი შეწუხება რყევა, ტყვნევა და აოხრება. ეს ყველას გამოგვივლია, შევსწრებივართ, და თვალწინაც გვიდგს. 

მაგრამ ამ დიდის ხელმწიფის ალექსანდრესგან, ჩვენზედ მოწყალებას ასე ვხედავ, რაგვარადაც, ერთს საცოდავად განყინულსა და გაცივებულსა მზის სიტფო მიადგეს და რაგვარადაც ერთს მამაკვდავსა და სულის ამოსვლაზედ მიწურვილს, ღუითის მოწყალების მადლმა მიხედოს და დიდი მეცნიერი დოქტორი წამლის მიცემით მიეშველოს და სული მოუბრუნოს. და კიდევ ერთს აღელვებულს ძღვის ღელვას ერთი ხვამალდი თუ ნავი, დასანთქმელად მიმოდაჰქონდეს, და იმაში მყოფნი ერთს ღრუითის მოწყალების ნავთსაყუდელს ეწვივნენ. თავში ცემასაც შევსწრებივარ. და ახლა ყველას იმედი გვაქვს და ვსასოებთ რომ იმ განსაცდელებს აღარას შევესწრათ. და ნება უფლისა იყავნ.

ახლა იგივე პირველის სიტყვის თავ-დგმულება მოვიხსენოთ, და ძველი

იგი წინასწარმეტყველება იგი ბალამისა გარდმოვსცეთ, რას მოასწავებს თქმა იგი “ აღმოხდესო ვარსკვლავი იაკობისაგან, და დასცნენ მთავარნი მოაბისნი და სეითისნი.” ოდეს ძველსა შინა მოსე წინასწარმეტყველი ეგვიპტით განვიდა და განვლო ზღვა იგი მეწამული და განიყვანა ერი ისრაელთა უდაბნოსა შინა ადგილსა და სჯული დაუდვა რომელიც განწესება მაშინ ღუითისამებრ ერწმუნა, ჰარონისათა. და მიერით უდაბნოდამ მოაბელთა და ამორეველთ საზღვარზედ მოვიდნენ, და მაშინ რომ მეფეს სეონს და მოაბელთ მოციქული მიუგზავნა: გზა მამეც გავიარო რომ შენს საზღვარს არარას ვავნებო. მაშინ სეონ მეფემ არც გზა მისცა და ბრძოლაც უქადა. მაგრამ რადგან ღვთის ხელი ისრაელთ ზედა იყო. მოსეს ასე უბრძანა: ვითარცა დასწერს 21, 34, “ნუ გეშინინ მისგან, რამეთუ ხელთა შენთა მიმიცემიეს იგი და ყოველი ერი მისი და ყოველი ქვეყანა მისი.” მაშინ ღვთისამებრ განძლიერებულთა ისრაელთა ბრძოლა უყვეს და დიდათაც სძლიეს, და სეონ მეფე ამორეველთა და ძენი მისნიც დაკოცნეს და ყოველი სამკვიდრებელი მათიც დაიპყრეს, და ეს წინასწარმეტველება ბალამ ბოსერლმა მაშინ წარმოთქვა, ტომ ბალამ მოაბელთ სამზღვარში მკვიდრობდა, და ეს ბალაკი მოაბის მეფემ იცოდა რომ იმ ბალამს ამისთანებისა შეტყობა შე ძლო, და იმათს დამარცხებისა და გამარჯვებასაც ისი სცნობდა ამისთვის და აწუხებდა შეტყობასა. მაგრამ ბალამმა ჭეშმარიტებით უწინასწარმეტყველა ბალაკ მეფესა. დიაღ დიდად ცუდად ებრძვი ისრაელთ ერსაო ერნი ღუითისანი არიანო. სასწაულით ეგვიპტელთ მონებიდამ გამოყვანილნიო, და ზღვის განპებით განრომილნი და დიდთა მამთავართა ტომთაგან შთაოსრულნიო: მე იმათი წყევა არ ძალმიძსო, და კიდეცა გძლევენო.ვითარცა აჰა ესერა გიწინასწარ-მეტყველებო: “აღმოხდეს ვარსკვლავი იაკობისაგან, და დასცნეს მთავარნი მოაბისნი და წარმოსტყვენს ყოველნი ძენი სეითისნი”. ოჰ საკვირველი წინასწარმეტყველაბაც იყო ჭეშმარიტად! ამ წინასწარმეტყველებას ხომ სიტყვის რვთისა განგებულებისთვის მოასწავებს. ვინათგან უფალი იესო ქრისტე დიდი მამამთავრის ძის იაკობის ტომისაგან აღმობრწყინდა და ძენი მოაბისნი, და სეითნი დასცნა, ვიტარცა ჟამისა მის ვარსკვავისა აღმობრწყინვებაცა ეგრეთ აცხადებდა დაცემასა მოაბელთასა, და იგი დაცემა იყო ეშმაკთა გუნდთA მოსპოლვისა, რომელთა მიმართთა ბრძანება კაცთა წარწყმედასა შინა მიწევნულიყო, და სასუფევლისა დიდედბის ღვთისაგან დაკლებულ.

მაგრამ რომელნიც დღეს უფლისა იესოს მორწმუნენი, უსჯულოთა ხელთა შინა მიცემულნი, ტანჯულნი, დამონებულნი, აოხრებულნი, და ტყვევქმნილი უღმთოსა მის ეგვიპტელთა მეფისაებრ, ისრაელთა ერთა ტანჯვისა, ვითარცა დასწერს წიგნი 2 მოსესი გამოს. თავი5, და ღვთის-შეწყალებისაგან მოსესებრსა წინამძღომელისა ვისგანმე გამოვიხსნებით, ჭეშმარიტად ცვენთვის ვარსკვლავად მზედ მთოვარედ, ცისკრად და მთიებათ, და თვით სასუფეველში შემყვანებლად ის შეიქნება ჩვენთვის  

“ვარსკვლავ აღმოვბრწყინებულად”, რომელიც ამისთანა ჩვენი გამომხსნელი მოგვევლინება, და გამოგვეცხადება, და კიდეც უნდა ის შეწყალება ჩვენზედ მოწევნული დავინახოთ, და ღვთის-მოწყალებათაც შევრაცხოთ, და თვით იმ ჩვენს გამომხსნელსაც მადლობა შევსწიროთ, თაყვანივსცეთ, პატივისვხცეთ, და მორჩილ-ვექმნეთ, მაგრამ საქართველოში ეს არ დადებულა, სწორე უნდა მოგახსენო, ამბიონზე დამაყენეთ, და სასმენელს რომ მოწყალებით მომიპყრობთ, სწორე უნდა ვსთავა, და ესე თვით თქვენცა გონება ბრძენთა მოგეხსენებათ, რომ ზოგთ არც მოხუცებულთ პატივის-ცემა, არც მოჭირნახულეთა, და არც კითილისმოქმედთა მიმართ დანახვა, ჩვეულებად შეჰქნიათ, და ესე ესრეთ იყავნ.

ახალსა მადლსა შინა, და სახარებოს მოსალოდებელს სჯულსა შინა. ოდეს ანგელოსი ღვთისა ეჩვენებოდა რა ტაძარსა შინა წინასწარ-მეტყველსა ზაქარიას, მამასა ნათლის-მცემლისასა., დასწრეს ლუკა, იოვანეს შობისათვის ასრე ეტყოდა, ვითარმედ “იყოს შენდა სიხარული და მხიარულება, და მრავალთა შობასა მისსა განიხარონ”: და აწ ესერა საქართველოსა ერთა დიდისა იმპერატორისა ალექსანდრეს ჩვენზედ მოწყალებას გვახარებენ, მისსა დიდებულებისაგან წარმოგზავნილნი ესე ინსპხეტორ და კავალენცკი, პეტრე და ივანე ივანიჩი. ხოლო თუ რაბამ რამე აწ მახარებლობა ესე? ესეიგი ძალითა და ძლირებეითა მისისა იმპერეტორებისათა. დაცემა მტერთა ჩვენთა, გამოხსნა ჩვენი მაჰმადიანთაგან, და აღმოყვანება საქართველოსა ვითარცა ჯოჯოხეთისა პყრობილებისაგან კაცთა ბუნებისა, და აჰა ვარკვლავი ჩვენტვის აღმობრწყინვებული და შემმუსვრელი და დამცემელი მოაბელთა, და ამორეველთა. ესე იგი უსჯულოთა მათ სპარსთა, ოსმალთა და ლეკთა მრავალგზის აღმაოხრებელთა, და წარმტყვენველთა ჩვენთა. გახსოვსთა, გახსოვსთა ერნო საქა,,რთველოსანო ? და ესრეთ იყო: დასწერს წმიდა სახარება, მათეს თავი, 8,24, ვითარმედ “აჰა ეს რა აღძვრა იყო დიდი ზღვასა შინა, ვითარმე დაფარვამდე ნავისა ღელვათაგან ხოლო თავადსა ეძინა, მოუხდეს მას მოწაფენი მისნი, და აღადგინეს იგი და ეტყოდეს, უფალო მიხსენ ჩვენ, რამეთუ წარვსწყმდებით! ხოლო აწ Dღეს სანატრელთა მეფეთა ჩვენ საქართველოსათა ხმა უყვეს ვედრებითა ღაღადებისათა, Äოოი დიდო იმპერატორო, გვიხსნენ ჩვენ ერნი საქართველოსანი ესოდენსა Kჟამსა უღმეთოთა მათ ჩვენზედა განძვინებულისა ზღვასა შინა განთქმისა, და მოოხრებისა უსჯულოთა მახმადიანთაგან, რამეთუ წარვსწყმდებით. ხოლო დიდმან იმპერატორმან, განიღვიძა ვითარცა მძინარემან ლომმან, და ვითარცა უძლურთა, და სნეულთა მკურნალმან მოწყალემან უფალმან, და მამამან, და მოგვხედა უძლურთა, დაღონებულთა და დღითიდრე აოხრებულთა უსჯულოთა მახმადიანთაგან, და გამოგვიხსნა მუდამ თავის დაქნევისა, და მუქარისა

მათისაგან, დაშერისხნა ზრვებრ აღძვრასა მათსა იესოსებრ, და დიდისა ვასილისებრ. ივლიანე განდგომილსა ზედა, ქრიტიანეთ ასაოხრებელად მოქადულისა და ვიტარცა ძალითა და ხელმწიფებიტა, და სპა ჯარ-ლაგირ-როტათი. ეგრეთვე ჭესმარიტად ცხოველისა ჯვარისა მადლითა და რვთის მინდობითაცა, უკუნაქცია, განსდევნა, და შეაძრწუნდა. უსჯულო იგი სილაღე და მძავრება მათი, და განძვინებულისა ზღვის მღელვარებისა მათისაგან განგვარინნა, და გამოგვიხსნა ესედოენნი ერნნი საქართველონანი, და ჩვენ ახალ-ნათელღებულთა განბანილითა ხმა ვყავთ. << აჰა ესერა რომელთა ესე ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს გავნიძარცვეთ ძველი იგი სიმყრალე მახმადიანტა და აწ ქრისტესებრი დიდი იმპერატორი ალექსანდრე შეგვიმოსიეს: ალლილუია ალლილუია.

ხოლო ერთიღა შევსძინო წყურვიელმან საწყურველისათვის, და ერთგულ-მონებისაგან თქვენისაგან გარნა რათა, არა წყინებულ-ვიქმნე სასმენელისაგან თქვენისა.

ჰურიანი ჰსცვიდეს რა საფლავსა ზედა ქრიტესსა რათა არრა წარიარონ იგი მოწაფეთა იესოსთა, ვითარცა დასწერს, მატთე მახარებელი, 27, თავსა 8, მაშინ ახარა დედათა მათ ანგელოსმან უფლისამან, “ნუგეშინისცთ აღდგა უფალი ვითარცა თქვა, წარვედით გალილეას, და უთხართ მოწაფეთა მისთა, ხოლო პეტრე მხურვალე იგი მოწაფე ჰრბიოდა არამედ იოანე წინა უსწრობდა”, ვითარცა დასწერს იოანე 20, 4, ხოლო აწი ჩვენ ერნი საქართველოსანი ცოცხლივ მიწად შთაწევნული უღმრთოთა მათ მახმადიანთაგან. საშინელთა მათ ანგელოსთაებრ შეჰრისხვენ, პირქვე დამაკვეთებელი აგარიანთანი, ხოლო ერთა საქართველოსათა ნუგეშისცემენ ინსპექტორ, და კავალენცკი, და ივან ივანიჩი, გვახარებენ ვითარცა შვილთა თვისთა ესრეთ ვითარმედ “ ნუ სტირთ, ნუ მწუხარე ხართ, რამეთუ აღდგინებულ არს საქართველო, და დაცემულ არს ყიზილბაშნი და ნუგეშინსთღა რამეთუ ესერა გამოხსნილნი ხელთაგან მათთა, განიხარეთ! განიხარეთ! რა დუითეს! რადუიტეს! მოწყლებისა დიდისა იმპერატორისათა არამედ ვითარცა მხურვალე პეტრე, მოწაფე იგი იესოსი, ეგრეთვე იგი დიდი იმპერატორი პეტრე პირველი მოწყალე საქართველოსა, ისწრაფა აღდგინებასა დაცემულებისა ჩვენისასა, ვითარცა იმპერატრიცანი ასულისა მისნი ელისაბედ და ეკატერინა. არამედ ვერღარა უსწრო ჟამმან საწუთოსამან გარნა ახალმან ამან იოანე, საყვარელმან მოწაფემან ქრისტესმან, ესეიგი დიდმან იმპერატორმან ალექსანდრე წინმა უსწრო და გვახარებს ერთგულ მონათა ამათ თვსთა მიერ აღდგინებასა დაცემულებისა ჩვენისასა უწყალოთა მახმადიანთაგან, და თანა გვიბრძანებსცა ვითარცა ერთითა პირითა და სრულითა სიყვარულისათა ვითარმედ “აჰა ეს რა, ცოცხალი იქმენით ძალისა ქრისტესითა და შეწევნითა ხელმწიფებისა ჩემისათა, “რამეთუ სიმართლით არიან ყოველნი სიტყვანი პირისა ჩემისანი, იგივ 8, 8, და ნუღარა სცოდავთ

რათა არა უძვირესი რამეე გეყოსთ თქვენ” იოანე 5, 14, ესე თქვენ სცანთ რა არს ბრძანება ესე? და უბრძანებს ერთგულ მონათა ამათ თვისთა, რათა უმაღლესი ბრძანება და მანიფესტი მტკიცითა და ჭეშმარიტითა მორჩილებითა შევიწყნაროთ ყოვლითა სრულითა, გულითა და გონებითა, რამეთუ აჰა ესე რა შეწყალებათა მაგათთვის აღმიღიეს სპა-ჯარი-მხედრებითა ჩემითა. “ ჭური და ფარი შემწედ არს საქართველოსა და აჰა აღვდგე და განვფინო წინა კერძო მდევართა ჩემთა მტერთა ზედა საქარტველოსათა, ვითარცა ღაღადებს წინასწარმეტყველი დავით 34, გარნა რათამცა ერთგულ და მორჩილ იქმნენ. ბრძანებისა ჩვენისა და არა ცვალებულ ჰყონ პირნი და გულნი მათნი. “რამეთუ საძაგელ წინაშე ჩემსა ბაგენი ცრუნნი” ვითარცა ისიბრძნნა იგავსა შინა, 8, არამედ მართალი საუკუნოდ ცხოვნდეს, დასწერს სიბრძნესა შინა 5, 15, .  

და მას რა ერეთ ყოფდნენ. “მაშინ მე ვარ, ნუგეშიც-მეცემლი თქვენი: ვითარცა წინსაწარ_მეტყველებს ისაია, 51, 12.

და ამიერითგან “ნუგეშინსეცით გულთა თქვენთა და განამტკიცენინ თქვენ ყოფლითა სიტყვითა და საქმითა კეთილითა. სიტყვისაებრ მოციქყლისა 2, თესალონიკეს, 2, 17, რამეთუ ამას ყოველსა ესრეთ ბრძანებს და პირითა და წერილითა დადებულთა ამათ მონათა თავისთა ისპეხტორისა და კავალენციკისა გამცნებს და მე გამხილებ და გასწავლებ ვითარცა ერთული მწყემსი და მამათქვენი, ვინათგან კახეთისა ამის გაღმა მხრისა მძრობისა ჩემდა რწმუნებულ არს, თანამდებობა ქვნდა თუმცა ბრძენთა უმაღლესსაცა ადგილსა სთქვენ სიტყვანი რაიმე და უფროსღა და უმეტეს აქა თქვენდა მიმართ ჯერ არს ვითარცა მამებრივთა მხილებათა მოხესენებაი თქვენდა პირითა და გულითა მორჩილებითა და სიყვარულითა მონება და სამსახური დიდისა მის და მრავალ-მოწყალისა ხელმწიფისა დიდისა რუსეთისა ალექსანდრე იმპერატორისა. ვითარცა დასწერს ყოვლად ბრძენი იგავსა შინა, 20, 24, ვითარმედ “გეშინოდენ ღვთისა და მეფისა და ნუ ერთსა მათსა წინააღუდგები” და ეგ რადგან ზემო სიტყვაშიც მოგახსენე ჩვენი ეგოდენი მწუხარება უსჯულოთაგან თუ ოსმალთა თუ ყიზილბაშთა და თუ ლეკთა. და სხვათაგანცა გარემოსთა ჩვენთა მტრებთაგან. ეს ლაპარაკი ტყუილი არცერთი არის. ყველა გამოგვივლია, შევსწრებივართ და თვალითაც გვინახა.

და ახლა ესეც ხომ მართალია რომ ამდენის ხნის ძველთა ისრაელთაებრ შეწუხებული იმ დიდებულს ხელმწიფე მამა პაპათა მათთა, ვევედრებოდით, ვეხვეწებოდით და ჩვენის მტრებისაგან გამოხსნასა და შეწევნასა ვთხოვდით.

და ამისთვის ყველას მადლობა გვმართებს ღვთისა და იმის ის ხელმწიფობისა და გმონებდეთ და გცოდვიდეთ ყოველნივე ერთხმად ერითა პირითა და გულითა უდიდებულეს ხელმწიფებასა იმპერატორისა ალექსანდრესი.

რათა აღამაღლოს უფალმან ღმერთმან ძალი მკლავი და ძლიერება მისი და დაუმორჩილნეს და დაუმდაბლეს ყოველნი წინააღმდგომნი, ურჩნი და მბრძოლნი მისისა ხელმწიფობისა და მფრაველობა მოწყალება მისისა იმპერატორისა დიდისა ხელმწიფისა ალექსანდრე პავლეს ძისა. შეუცვალებელად იყავნ ჩვენ ზედა ყოველთა ერთა ივერიის საქართველოსათა.

რათა განდგომილნი უღვთოთა აგარიანთაგან ვადიდებდეთ დაუსაბამოსა მამასა და ძესა და ყოვლად წმინდასა სულსა აქ და უკუნისამდე ამინ.

(სადიდებლად მისისა უდიდებულესობისა დიდისა იმპერატორისა ალექსანდრე პირველისა ითქვა მესამე ესე სიტყვა წილკნელ მანგნელ ყოფისა, მდაბლის მიტროპოლიტის ნეკრესელის ამგროსის მიერ)